ქაბულში აფეთქებას გავლენიანი თალიბი სასულიერო ლიდერი ემსხვერპლა
ქაბულის სემინარიაში აფეთქებას გავლენიანი სასულიერო ლიდერი შეიხი რაჰიმულა ჰაკანი ემსხვერპლა.
ჰაკანის დაღუპვის შესახებ ცნობას ტერორისტული ორგანიზაციის პრეს-სპიკერი ბილალ ქარიმი ავრცელებს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ ისლამური სახელმწიფო ხორასანში (ISK) აიღო.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ხეიბარი იყო, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ფეხის პროთეზში ჰქონდა დამალული.
შეიხი, რომელიც ჰაკანის ქსელის სახელით ცნობილ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა, კიდევ ერთ თავდასხმას 2020 წელს პაკისტანის ქალაქ ფეშავარში გადაურჩა.
გასული წლის აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შიდა ფრონტზე თალიბანის მთავარ კონკურენტად ISK-ი მოიაზრება.
ISK-ი ისლამური სახელმწიფოს განშტოებაა, რომელიც ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში ოპერირებს.