რეპი: ჰააგის სასამართლოში პუტინის ექსტრადიციის გარეშე, რუსეთის სანქციები არ გაუქმდება
ჰააგის სასამართლოში პუტინის ექსტრადიციის გარეშე, რუსეთის ფედერაციას სანქციები არ გაუქმდება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ომის დანაშაულების საკითხებში სტივენ რეპმა განაცხადა.
"რუსეთი ვერ შეძლებს სანქციების მოხსნას ორდერების შესრულების გარეშე", - თქვა რეპმა, რომელიც ადრე სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ოფისს ხელმძღვანელობდა.
მისი აზრით, შედეგად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ან ჰააგაში მოხვდება, ან "ამ ტვირთით მოკვდება."
რეპმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავების ორდერმა "პუტინი გარიყულად აქცია."
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაპატიმრება 123 სახელმწიფოში ემუქრება, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის სტატუტს ან აღიარებენ ICC-ის იურისდიქციას.
კონტექსტი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.
სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.