Reuters: რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა წელს 12.4 %-ით შემცირდეს

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს შიდაუწყებრივი ანგარიშის თანახმად, დაწესებული სანქციების გამო მშპ 2022 წელს შესაძლოა 12.4 პროცენტით შემცირდეს, წერს სააგენტო Reuters-ი.

ოფიციალური პროგნოზი ახლოსაა რუსეთის კონტროლის პალატის უფროსის, ალექსეი კუდრინის გაჟღერებულ შეფასებასთან, რომელიც ეკონომიკის „10 პროცენტზე მეტით“ კლებას ვარაუდობს.

ამ მასშტაბის კლება რუსეთის ეკონომიკას 1994 წლის შემდეგ არ განუცდია.

გასულ წელს რუსეთის მთავრობა 2022-ში ეკონომიკის სამპროცენტიან ზრდას პროგნოზირებდა.

უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთს მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთო რეკორდულ 20 პროცენტამდე გაზარდა, შემდეგ კი 17 პროცენტამდე შეამცირა.

 

 

მსგავსი სიახლეები