Rheinmetall უკრაინისთვის "ათიათასობით" 155 მმ-იან ჭურვს დაამზადებს
გერმანულმა სამხედრო კონცერნმა Rheinmetall-მა უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების დიდი შეკვეთა მიიღო, მაგრამ დამკვეთი სახელმწიფო უცნობია.
ამის შესახებ კომპანია Rheinmetall-მა განაცხადა.
შეკვეთა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 142 მილიონი ევროა, ითვალისწინებს "ათობით ათასი" 155 მმ-იანი ჭურვის წარმოებას. მათ ახლახან შეძენილი შვილობილი კომპანია Expal ესპანეთში დაამზადებს.
როგორც ცნობილია, დამკვეთი ნატოს ქვეყანაა, რომელსაც სურს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს რუსეთთან ომში.
ამ შეკვეთის შედეგად დამზადებული ჭურვები უკრაინას მხოლოდ 2025 წელს მიაწოდება. 2024 წელს უკრაინა Rheinmetall-ის ძველი შეკვეთიდან დაახლოებით 40 ათასი ჭურვის მიღებას შეძლებს.
კონცერნმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მან გერმანიისგან უკრაინისთვის 150 ათასი 155 მმ-იანი ჭურვის, ასევე DM 121-ის მსხვრევად-ფუგასური ჭურვების შეკვეთა მიიღო.
კონცერნმა განაცხადა, რომ 2024 წელს საწარმოო სიმძლავრის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს ესპანეთში, გერმანიაში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში, რის შემდეგაც წლიური წარმოების სიმძლავრე 700 ათას ჭურვს მიაღწევს.