Rheinmetall უკრაინას Gepard-ის საზენიტო სისტემის საბრძოლო მასალას გადასცემს

უკრაინის შეიარაღებული ძალებს უახლოეს მომავალში Gepard-ის თვითმავალი საზენიტო სისტემის საბრძოლო მასალა გადაეცამა. Gepard-ებს უკრაინა განსაკუთრებით ეფექტურად რუსული დრონების წინააღმდეგ იყენებს.

ამ ინფორმაციას Bild ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად, Rheinmetall-მა რამდენიმე თვეში ახალი საწარმოო ხაზი შექმნა, რასაც ჩვეულებრივ წლები სჭირდება.

Rheinmetall-მა უკრაინას Gepard-ის 300 ათასი ჭურვი უნდა მიაწოდოს, საიდანაც 40 ათასს ქვეყანა წელს მიიღებს.

საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო უკრაინელი სამხედროები ჩვეულებრივ მხოლოდ ხუთ ჭურვს ისვრიან, თუმცა ამ სისტემის ქვემეხებს ერთ ზალპზე 20-მდე ჭურვის გასროლა შეუძლია.

გერმანიაში ამ ტიპის საბრძოლო მასალის მარაგების დეფიციტი აქვს. ამიტომ, ინჟინერებმა გადააკეთეს არსებული 35 მმ-იანი ჭურვები, რომელიც BMP-ის საბორტო შეიარაღებისთვის იყო განკუთვნილი და მათ საზენიტო სისტემაში გამოიყენებენ.

"ეს პროდუქტები გადაარჩენს სიცოცხლეს. ყოველი ჩამოგდებული დრონი მნიშვნელოვანია კიევისა და სხვა ქალაქების მაცხოვრებლებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად ეშინიათ ახალი თავდასხმების," - თქვა Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აპირებს წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 45 თვითმავალი საზენიტო სისტემა Gepard გადასცეს.

მსგავსი სიახლეები