რომის პაპმა რუსეთის პატრიარქთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქ კირილთან ივნისში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რომელიც იერუსალიმში უნდა გამართულიყო.

ამის შესახებ პაპმა არგენტინულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპი 12-13 ივნისს ლიბანში ვიზიტის შემდეგ რუსეთის ეკლესიის ლიდერთან შეხვედრას აპირებდა. 

ფრანცისკემ განაცხადა, რომ ვატიკანელმა დიპლომატებმა უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე მას შეხვედრის გაუქმება ურჩიეს. 

პატრიარქი კირილი, რომელიც კრემლის გავლენის ქვეშ იმყოფება, უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას ღიად უჭერს მხარს.

ორი ეკლესიის ლიდერი პირველად ერთმანეთს კუბაში 2016 წელს შეხვდა.

 

მსგავსი სიახლეები