რონ დესანტისმა საპრეზიდენტო კამპანია დაასრულა და მხარი ტრამპს დაუჭირა
ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანია დაასრულა და ნიუ-ჰემფშირის პრაიმერის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.
რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნების დაწყებამდე ფლორიდის გუბერნატორი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულმა სამართლებრივმა დევნამ და მისი კამპანიის სტრატეგიულმა შეცდომებმა მისი პოპულარობა მკვეთრად შეამცირა.
დესანტისის მიერ ტრამპმის მხარდაჭერის შემდეგ, ნიუ-ჰემფშირში ყოფილი პრეზიდენტის გამარჯვების შანსი მკვეთრად გაიზარდა.
დესანტისი აგრესიულ კამპანიას აიოვას შტატში აწარმოებდა, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა და ტრამპს დაახლოებით 30%-ით ჩამორჩა.
2022 წელს რონ დესანტისი ფლორიდის გუბერნატორი გახდა და არჩევნებში ხმების 59% მიიღო, რაც ასეთი მერყევი შტატისთვის ისტორიული შედეგია. ეს მოხდა იმ ფონზე, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატებს ბევრად უარესი შედეგი ჰქონდათ.