რუსების მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 600 ადამიანი შეეწირა - AP NEWS

16 მარტს მარიუპოლში ოკუპანტების მიერ თეატრის დაბომბვას 600 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, წერს სააგენტო Associated Press-ი.

სააგენტომ დაბომბვას გადარჩენილ 23 პირზე დაყრდნობით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომელშიც დაბომბილ თეატრის გეგმა და ფოტო- და ვიდეო-მასალა გამოიყენეს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაბომბვის დროს 100-მდე მშვიდობიანი პირი შენობაში მოწყობილ საველე სამზარეულოში იმყოფებოდა. მათგან ვერცერთი ვერ გადარჩა.

AP-ის ინფორმაციით, თვითმხილველებს შენობაში უკრაინელი სამხედროები არ შეუნიშნავთ და თეატრში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, თეატრს სულ 1200-მდე პირი აფარებდა თავს.

შენობისთვის გადაღებულ აეროფოტოზე მიწაზე იკითხება წარწერა - „ბავშვები“.

 

მსგავსი სიახლეები