რუსებმა განაცხადეს, რომ ტოკმაკსა და მელიტოპოლში აფეთქებები მოხდა
ზაპოროჟიეს რეგიონში კოლაბორაციონისტმა ვოლოდიმირ როგოვმა განაცხადა, რომ დროებით ოკუპირებულ ქალაქებში, ტოკმაკსა და მელიტოპოლში აფეთქებები მოხდა.
კოლაბორაციონისტის თქმით, აფეთქებები ტოკმაკში 11 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ხოლო მელიტოპოლში 12 ივნისს 00:02 საათზე მოხდა.
როგოვი ირწმუნება, რომ ტოკმაკი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებით დაბომბეს.
მისი თქმით, მელიტოპოლში საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით იმუშავეს.
კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინელი სამხედროები რუსეთის შეიარაღებული ძალების ზურგში სხვადასხვა ობიექტებს აქტიურად ბომბავენ.