რუსეთს ირანული კამიკაძე დრონების მარაგი ამოეწურა - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინაში ომის დროს რუსული არმიის მიერ ირანული კამიკაძე დრონების გამოყენებამ "შეზღუდული წარმატება" მოიტანა. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის რეზიუმეში, რომელიც 23 ნოემბერს Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ სექტემბრიდან რუსეთმა ასობით ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ერთჯერადი უპილოტო საფრენი აპარატები და უფრო ტრადიციული მრავალჯერადი გამოყენების იარაღის სისტემების ნაზავი.

დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ამ იარაღს ფართოდ იყენებდა ტაქტიკური სამხედრო მიზნებისა და უკრაინის ელექტროსისტემის წინააღმდეგ.

ასევე მათ აღნიშნეს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სარდლობას სურდა, რომ ირანული უპილოტო საფრენი აპარატები სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა დაეწყო.

"რუსეთმა სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატების კამპანია ფრთოსანი რაკეტების მწვავე დეფიციტის ასანაზღაურებლად დაიწყო, მაგრამ ამ მიდგომას შეზღუდული წარმატება ჰქონდა. გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა ჩამოაგდეს", - ნათქვამია მოხსენებაში.

ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაახლოებით 17 ნოემბრის შემდეგ, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთმა, როგორც ჩანს, თითქმის ამოწურა თავისი ამჟამინდელი მარაგი, მაგრამ, სავარაუდოდ, ცდილობს ახალი დრონების შეძენას.

"რუსეთი, სავარაუდოდ, ახალი უპილოტო საფრენი აპარატების შეძენას უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე მას ახალი ფრთოსანი რაკეტების წარმოება შეუძლია", - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

მსგავსი სიახლეები