რუსეთი და ირანი იელაბუგაში დრონების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავენ - WSJ
რუსეთის ქალაქ იელაბუგაში (თათარსტანი) რუსეთის ფედერაციისა და ირანის ხელისუფლება აპირებს წამოიწყოს თანამედროვე კამიკაძე დრონების წარმოება. ამის შესახებ 5 თებერვალს The Wall Street Journal "შეერთებულ შტატებთან ასოცირებულ ოფიციალურ პირებზე" დაყრდნობით წერს.
გამოცემა ირწმუნება, რომ 5 იანვარს მოსკოვისა და თეირანის წარმომადგენლები იელაბუგას ეწვივნენ, სადაც უნდა აშენდეს ქარხანა, რომელიც "მომავალ წლებში" მინიმუმ 6000 დრონის წარმოებას შეძლებს.
საუბარია ირანულ კამიკაძეზე დრონ Shahed-136-ზე, რომელთა წარმოებაც განსხვავებული ძრავით სურთ, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს დრონმა "უფრო სწრაფად და შორს იფრინოს."
Wall Street Journal-ის წყაროები ამბობენ, რომ ქარხანა ირანსა და რუსეთს შორის $1 მილიარდიანი შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თეირანმა მოსკოვისგან იმ იარაღის ნიმუშები მიღო, რომლებიც ომის დროს ხელში ჩაიგდო.