რუსეთი რეზერვისთვის უცხოური ვალუტის შესყიდვას განაახლებს - Bloomberg
მაისში რუსეთი თავისი რეზერვების შესავსებად სავალუტო შესყიდვებს განაახლებს, რადგან ნავთობის გაყიდვით მიღეული შემოსავლების ზრდა ასტაბილურებს მის ფინანსებს. ამის შესახებ 2 მაისს Bloomberg წერს.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის ენერგოექსპორტის შემოსავლები ამჟამად მიზნობრივ დონეს აჭარბებს.
Bloomberg Economics-ის თანახმად, უცხოური ვალუტის საწყისი შესყიდვები შეიძლება იყოს თვეში 200 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი იუანი. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს ამ კვირაში განაცხადებს.
"უცხოური ვალუტის შესყიდვების მოცულობა თავდაპირველად იქნება მცირე, მაგრამ უკიდურესად სიმბოლური, რადგან ისინი აჩვენებენ, რომ ქვეყანა ზრდის რეზერვებს, ხარჯვის ნაცვლად", - ციტირებს Bloomberg რუს ეკონომისტ ალექსანდრ ისაკოვს.
უცხოური ვალუტის შესყიდვის განახლებით რუსეთი ხაზს გაუსვამს, რომ სანქციების და G7 ქვეყნებისა და ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული "ფასის ჭერის" პირობებში, ქვეყნის შემოსავალი იზრდება.
უკრაინაში აგრესიის გამო გაზრდი სამხედრო ხარჯებისა და სანქციების ფონზე რუსეთის ბიუჯეტს მაღალი დეფიციტი აქვს.