რუსეთი ირანს დრონების სანაცვლოდ კიბერიარაღით ამარაგებს - The Wall Street Journal
რუსეთი ირანს აწვდის კიბერ იარაღს, კერძოდ ციფრული სათვალთვალო ტექნოლოგიებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემა ტორონტოს უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ Citizen Lab-ზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა კომპანია PROTEI-მ ირანული მობილური სერვისის პროვაიდერ Ariantel-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება დაიწყო. მასალის მიხედვით, ინსტრუმენტები არის მობილური კომუნიკაციების სისტემის ნაწილი, რომელიც სამთავრობო უწყებებს საშუალებას მისცემს უშუალო მონიტორინგი გაუწიოს, უთვალთვალოს და კავშირი დაუბლოკოს იმ ირანელებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.
WSJ-ს თანამოსაუბრეების თქმით, რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის თანამშრომლობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თეირანი მოსკოვისთვის უპილოტო საფრენი აპარატების, მცირე რადიუსის რაკეტების და სატანკო და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას დათანხმდა.
თავის მხრივ, ირანს, კიბერტექნოლოგიების გარდა, ათობით ელიტარული რუსული ვერტმფრენი და რეაქტიული გამანადგურებელი სურს, ასევე დახმარება შორი დისტანციის სარაკეტო პროგრამის განხორციელებაში.