რუსეთი ირანული სატელიტის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს - WaPo
4 აგვისტოს როსკოსმოსმა ბაიკონურის კოსმოდრომიდან ირანული სატელიტი ხაიამი გაუშვა.
გამოცემა Washington Post-ის ცნობით, „პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში“ ირანული თანამგზავრს უკრაინულ ობიექტებზე სათვალთვალოდ გამოყენებს.
სატელიტი მაღალი გაფართოების კამერითაა აღჭურვილი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე მდებარე ობიექტებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.
ამერიკის სადაზვერვო უწყებაში მიიჩნევენ, რომ თეირანი სატელიტის გამოყენებას ისრაელსა და სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებზე სათვალთვალოდაც გამოიყენებს.
19 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი თეირანში ჩავიდა და ირანის უზენაეს სასულიერო ლიდერს და პრეზიდენტს შეხვდა.
თეთრი სახლის განცხადებით, ირანი რუსეთისთვის საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას აპირებს.