რუსეთი: ისრაელი უკრაინაში "ნეო-ნაცისტებს" უჭერს მხარს
სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი უკრაინაში მხარს "ნეო-ნაცისტურ რეჟიმს" უჭერს.
სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდი "ანტიისტორიულ განცხადებებში" დაადანაშაულა, რომლებიც "ძირითადად ხსნის, რატომ უჭერს მხარს ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა კიევში ნეონაცისტურ რეჟიმს".
ლავროვმა "ჰოლოკოსტის დროს ებრაელებსა და ნაცისტებს შორის თანამშრომლობის მაგალითები" მოიყვანა, სადაც საუბარია იუდენრატის საბჭოებზე, რომლებიც ბევრ ებრაულ თემში ჩამოყალიბდა. მისი თქმით, ამ საბჭოებს "აბსოლუტურად ამაზრზენი მეთოდებით მართავდნენ".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჰოლოკოსტის დროს "ზოგიერთი ებრაელი აიძულეს მონაწილეობა მიეღო დანაშაულებში", უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ებრაელია, "აკეთებს ამას საკმაოდ შეგნებულად და სრულიად ნებაყოფლობით".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში ამჟამად "ყველაზე რადიკალური ანტისემიტიზმია".
მოსკოვმა ზელენსკი "თავის წარმომავლობის დამალვაში" დაადანაშაულა, როცა ის ნეონაცისტებთან და "მისი ხალხის ჯალათების სულიერ მემკვიდრეებთან" თანამშრომლობს.
ისრაელმა - ბევრ დასავლურ ქვეყანასთან ერთად - მკაცრად გააკრიტიკა ლავროვი კვირას გაკეთებული კომენტარებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი" და "ყველაზე ცუდი ანტისემიტები ებრაელები არიან".
ლავროვმა ეს განცხადება იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში გააკეთა, როდესაც ცდილობდა რუსული ნარატივი გაემართლებინა, რომ უკრაინაში ინტერვენცია"დენაციფიკაციის" მიზნით დაიწყო.
სამშაბათს ზელენსკი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა: "ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლესი დიპლომატი ებრაელ ხალხს ადანაშაულებს ნაცისტურ დანაშაულებში. სიტყვები არ მყოფნის."
ისრაელში რუსეთის ელჩი ისრაელში ანატოლი ვიქტოროვი ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა ლავროვის განცხადებებს "უპატიებელი" უწოდა.
ლაპიდმა სამშაბათს დილით თქვა, რომ რუსეთის მთავრობამ ბოდიში უნდა მოუხადოს ებრაელებს და ჰოლოკოსტის მსხვერპლებს ლავროვის კომენტარებისთვის.
სამშაბათს დილით Kan-თან ინტერვიუში, ლაპიდმა თქვა, რომ რუსეთის ელჩს "მკაცრი საუბარი" ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, "რადგან მიუტევებელია, ჰოლოკოსტში ებრაელების დადანაშაულება მიუტევებელია.