რუსეთი პოზიციური ომისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანული დაზვერვა ახალ მოხსენებაში წერს, რომ რუსი სამხედროები ბოლო კვირებში ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ნაგებობებს აშენებენ. დაზვერვის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭა ფრონტის ჩრდილოეთ სექტორს, ქალაქ სვატოვოს გარშემო.
"ეს საფორთიფიკაციო ნაგებობები შეესაბამება ტრადიციულ სამხედრო გამაგრების გეგმებს, რომლებიც ძირითადად უცვლელი დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი წინაღობები, სავარაუდოდ, დაუცველი იქნება თანამედროვე, ზუსტი არაპირდაპირი დარტყმების მიმართ", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.
ასეთი დიდი თავდაცვითი ხაზების მშენებლობა კიდევ ერთი ილუსტრაცია, რომ რუსეთის სანგრების ომს უბრუნდება. ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ დასავლელმა სამხედროებმა ომის ამ მეთოდზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში უარი თქვეს.