რუსეთი საარტილერიო ჭურვების ნახევარს ჩრდილოეთ კორეისგან იღებს
.jpg)
რუსეთის დამოკიდებულება ჩრდილოეთ კორეულ ჭურვებსა და შეიარაღებაზე სწრაფად იზრდება - ამ დროისთვის საარტილერიო ჭურვების მთელი მიწოდების ნახევარს სწორედ კიმ ჩენ ინი უზრუნველჰყოფს - ექსპერტების შეფასებით, კორეული შეიარაღების გარეშე კრემლს გაუჭირდებოდა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გაგრძელება.
State Of Play: ასეთ დასკვნამდე მივიდა OSINT ანალიზის ცენტრი Open Source Centre. ცენტრის მონაცემებით 2023 წლის მარტიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ჯამურად 65 პარტია შეიარაღება მიაწოდება, საუბარია ჯამურად 16 ათასს კონტეინერზე.
- ღია წყაროების ანალიზის შედეგად ცნობილია, რომ შეიარაღებით დატვირთული გემები ჩრდილო-კორეული რაჯინის პორტიდან ვოსტოჩნისა და დუნაის პორტამდე ჩადის, საიდანაც რკინიგზის მეშვეობით, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე საწყობებში ნაწილდება.
- ექსპერტების შეფასებით, ჯამურად საუბარია დაახლოებით 4-დან 6 მილიონამდე სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვზე - შედარებისთვის რუსეთი წლიურად დაახლოებით 2-2.3 მილიონ ჭურვს აწარმოებს.
- ყველაზე ინტენსიურად შეარაღების მიწოდება გასული წლის იანვარში მიმდინარეობდა - ოპერაციაში ჩართული გემებმა 1 თვის განმავლობაში 3 რეისი განახორციელეს.
Big Picture: ჭურვების გარდა რუსეთმა მიიღო ჩრდილო-კორეული ბალისტიკური რაკეტები (148 ერთეული), თვითმავალი ჰაუბიცები (120 ერთეული) და ზალპური ცეცხლის სისტემები (120 ერთეული).
- უკრაინის შეიარაღებულ ძალებში Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ჩრდილო-კორეული ჭურვები რუსეთის მთლიანი საჭიროების ნახევარს უზრუნველჰყოფს - ეს შეფასება თანხვედრაშია OSC-ს ანალიზთან.
- ამასთანავე რუსეთის არმიის ზოგიერთ ნაწილში ჩრდილო კორეული ჭურვებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალია და არსებობს ისეთი დანაყოფებიც, რომლებიც მხოლოდ ჩრდილო კორეულ საარტილერიო ჭურვებს იყენებენ.
Context: უკრაინის სამხედრო დაზვერვაში წყაროების შეფასებით, ჩრდილო კორეული შეიარაღების გარეშე რუსეთის მიერ განხორციელებული საარტილერიო დარტყმების რაოდენობა განახევრდებოდა.
- "კიმ ჩენ ინის დახმარების გარეშე პუტინი ვერ შეძლებდა ომის გაგრძელებას"- ამბობს ჰიუ გრიფიტსი, რომელიც 2014-2019 წლებში გაეროს ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი იყო, რომელიც ფხენიანისთვის დაწესებული სანქციების აღსრულებას აკვირდებოდა.
- უკრაინის ომი სამონიტორინგო ცენტრის, Rochan Consulting-ის დამფუძნებლის, კონრად მუზიკას შეფასებით, ჩრდილო კორეული შეიარაღების ეფექტი განსაკუთრებით მწვავედ 2023 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, როდესაც წარუმატებელი საზაფხულო კონტრიერიშის ფარგლებში უკრაინამ ამოწურა ჭურვების მარაგი, ხოლო ტრამპის მომხრეებმა კონგრესში შეიარაღების ახალი პაკეტის მიღება გააჭიანურეს.
- "ამან საშუალება მისცა რუსეთს შეენარჩუნებინა შეტევის პოტენციალი და მუდმივი წნეხი უკრაინულ არმიაზე მთელი 2024 წლის განმავლობაში"- ამბობს მუზიკა.
Go Deeper: მარტში რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი უკრაინაში 9-თვიან მინიმუმამდე შემცირდა