რუსეთის არმიის დანაკარგი უკრაინაში: 25.5 ათასი ჯარისკაცი, 1130 ტანკი, 12 გემი
რუსი ოკუპანტების პერსონალის დანაკარგი 8 მაისის მდგომარეობით დაახლოებით 25.5 ათასი სამხედროა (+400 გუშინ). ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახური ფეისბუქზე იტყობინება.
რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 1130 (+8);
- ჯავშანტექნიკა - 2741 (+28);
- საარტილერიო სისტემები - 509;
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 179 (+7);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 86 (+2);
- თვითმფრინავები - 199;
- ვერტმფრენები - 156 (+1);
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 1961 (+27);
- გემები/ნავები - 12 (+1);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 360 (+19);
- სპეცტექნიკა - 39 (+1);
- ფრთოსანი რაკეტები - 92 (+2).
"მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი გუშინ ნოვოპავლოვსკის მიმართულებაზე ჰქონდა", - განაცხადეს გენერალურ შტაბში.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთში ომს "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ.