რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ იუწყება
ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსეთის სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ნავალნი კოლონიაში ყოველდღიური გასეირნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
მათივე ცნობით, ნავალნის ადგილზევე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პროპაგანდისტული RT-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.