რუსეთის კონტროლის პალატის უფროსი: 2 წელი რთულ პირობებში ვიცხოვრებთ
რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ალექსეი კუდრინმა რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა შეაფასა.
კანონმდებელთა საბჭოს სხდომაზე სანქტ-პეტერბურგში კუდრინმა განაცხადა, რომ მომდევნო წლები რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება:
"დაახლოებით 2 წელი, ჩვენ ძალიან რთულ პირობებში მოგვიწევს ცხოვრება."
ალექსეი კუდრინის თქმით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა 9-12%-ის ფარგლებში შემცირდეს. მისივე განმარტებით, მიმდინარე კრიზისი უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი ან პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა.
კუდრინი ამბობს, რომ კრიზისის შედეგების დასაძლევად მთავრობა დამატებით 4 ტრილიონ დოლარს დახარჯავს. სხვადასხვა შეფასებებით რუსეთის ეკონომიკის კლება 10%-ს გადააჭარბებს, რაც არსებითად რუსეთის ეკონომიკის მოცულობას 2007 წლის მოცულობამდე შეამცირებს.