სსფ რუსეთში ‘ღრმა რეცესიას’ პროგნოზირებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) რუსეთში ეკონომიკის „ღრმა რეცესიას“ ელოდება, მას შემდეგ, რაც კრემლი მასშტაბური საფინანსო და საბანკო სანქციების ქვეშ მოექცა.
ამის შესახებ CBS News-თან ინტერვიუში ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
გეორგიევას თქმით, რუსეთმა შესაძლოა მალე საგარეო ვალის მომსახურება ვეღარ შეძლოს და დეფოლტის გამოცხადება მოუწიოს.
სსფ-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ეკონომიკური ფონი უკრაინის და რუსეთის მეზობელ ქვეყნებშიც - მათ შორის ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში - გაუარესდება.
რუსეთში რეცესიის მოლოდინების გამო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.
მიხუედავად ამისა, რუსეთში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა გლობალურ საფინანსო კრიზისს „ამ ეტაპზე“ არ გამოიწვევს, - აცხადებს გეორგიევა.