რუსეთის სარაკეტო თავდასხმა კრივი რიჰზე: დაიღუპა ქალი და დაშავდა 9 ადამიანი

12 მარტის დილით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი კრივი რიჰი დაბომბა, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, დაიღუპა ერთი, დაშავდა 9 მოქალაქე.
ამის შესახებ კრივი რიჰის რაიონის ადმინისტრაციის უფროსმა ევგენი სიტნიჩენკომ და დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსმა სერჰი ლისაკმა დაწერეს.
"აფეთქებების სერია კრივი რიჰში. არიან დაჭრილები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. გაჩნდა ხანძარი." - აღნიშნა ლისაკმა.
მან მოგვიანებით დაამატა, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 47 წლის ქალი დაიღუპა.
"ქალი (41 წლის) გადაიყვანეს საავადმყოფოში, მის მდგომარეობას ექიმები საშუალო სიმძიმით აფასებენ. ადგილზევე ჩაუტარდა მკურნალობა კიდევ ერთ დაშავებულს (78 წლის). 50 წლის მამაკაცი და 42 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში არიან საავადმყოფოში," - განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
კონტექსტი
რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა.
11 მარტს, საღამოს, ქალაქ ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სირიის 4 მოქალაქე დაიღუპა და 2 კი - დაშავდა.
გარდა ამისა, 11 მარტის საღამოს რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
კიევის რეგიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად ხანძარი გაჩნდა - დაიწვა კერძო საცხოვრებელი სახლი და ავეჯის მაღაზია.