რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 9,5-დან 20 %-მდე გაზარდა

 

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9,5-დან 20 პროცენტმა გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საპროცენტო განაკვეთის რეკორდული ზრდა ბანკის დირექტორთა საბჭომ საგარეო ფაქტორების „კარდინალური ცვლილებით“ ახსნა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის ეკონომიკა მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც რუსული რუბლი დოლართან მიმართებით 29 %-ით გაუფასურდა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყების შემდეგ მოსკოვს სხვადასხვა საბანკო, საფინანსო და ტექნოლოგიური სანქციები დაუწესეს.

„დიდი შვიდიანის“ ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსული ბანკები გათიშულია SWIFT-ის საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან.

შედარებისთვის, ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა რუსეთის მთავარ საბანკო ორგანოს ბოლოს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ მოუწია, როცა საპროცენტო განაკვეთი 10,5-დან 17 პროცენტამდე გაზარდეს.

შედარებისთვის, გასული წლის მარტში რუსეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4,25 პროცენტს უტოლდებოდა.

ამასთან, დღეს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა რუსულ კომპანიას უცხოეთში ენერგოპროდუქტების და ბუნებრივი რესურსების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 80%-ის რუბლში გადახურდავება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები