რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. ამის შესახებ სააგენტო "РИА Новости" Telegram-ზე წერს.
"უზენაესმა სასამართლომ აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა და რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, ძალაში შესვლის მოლოდინის გარეშე.
"Медуза"-ს ცნობით, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი ჯერ კიდევ მაისში შეიტანა.