რუსეთმა ბელარუს-უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო

 

რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელიც 20 თებერვლამდე გასტანს.

სამხედრო სწავლებისთვის ბელარუსში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 30 000-მდე რუსმა სამხედრომ და მძიმე შეიარაღებულმა ტექნიკამ მოიყარა თავი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები „ორი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების დაცვას და ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლას“ ემსახურება.

ნატოში ბელარუსში რუსული ძალების მობილიზაციას ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური უწოდეს.

წვრთნებში ჩართული ძალების საერთო რაოდენობა ცნობილი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა სწავლებაში მონაწილეობას რუსეთის ბირთვული ძალები. ნატოს ინფორმაციით, წვრთნებისთვის ბელარუსში რუსული Iskander-M ტიპის რაკეტები განათავსეს, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ.

აშშ-ში სამხედრო წვრთნებს, რომელიც უკრაინის გარშემო რუსული შეიარაღებული ძალების უპრეცედენტო მობილიზაციის ფონზე იმართება“, „ესკალაციისკენ“ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.

მსგავსი სიახლეები