რუსეთმა კიევი Ту-95-დან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა
5 ივნისს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა კასპიის ზღვიდან კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.
უკრაინული მხარის თანახმად, რუსებმა კიევის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს.
"დილის 06:00 საათზე, საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის სამხედროებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს ერთი ფრთოსანი რაკეტა. წინასწარი მონაცემებით, რაშისტებმა რაკეტები კასპიის ზღვიდან, Ту-95-დან გაუშვეს." - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობამ აღნიშნა, რომ "სამხრეთის" სამხედრო ოლქის ჯარისკაცებმა დღეს დილით ჩამოაგდეს ორი ფრთოსანი რაკეტა, რომლითაც რუსული ავიაცია ნიკოლაევის რეგიონს დაესხა თავს.
კიევის დარნიცკისა და დნიპროვსკის რაიონებში 5 ივნისს მომხდარი სარაკეტო დარტყმის შედეგად მსხვერპლი არ არის, ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ეს 28 აპრილის შემდეგ პირველი სარაკეტო თავდასხმაა უკრაინის დედაქალაქზე.