რუსეთმა "LGBT პროპაგანდის შესახებ" კანონით 306 საიტი აკრძალა
დეკემბრის დასაწყისიდან Роскомнадзор-მა აკრძალული ინფორმაციის რეესტრში LGBT თემატიკის 300-ზე მეტი საიტი დაამატა.
ამის შესახებ Ведомости-ს 15 იანვარს განუცხადეს.
6 დეკემბერს, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს "LGBT პროპაგანდას", პედოფილიას და სქესის შეცვლას ყველა ასაკის ადამიანებში.
კანონის თანახმად, მსგავსი ინფორმაცია სრულიად აკრძალულია სოციალურ ქსელებში, წიგნებში, მედიაში, სიმღერებში, ფილმებში, რეკლამებსა და ვიდეო თამაშებში.
26 დეკემბერს, რუსეთის მთავრობამ რუსულ ინტერნეტსივრცეშიში აკრძალული შინაარსის ჩამონათვალში შეიტანა ინფორმაცია "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და (ან) პრეფერენციების, პედოფილიის, სქესის შეცვლის ხელშემწყობის შესახებ."
კანონით Роскомнадзор-მა მიიღო უფლება, ასეთი ინფორმაციის მქონე საიტები აკრძალული ვებ-გვერდების რეესტრში შეეყვანა.
წესების თანახმად, საიტები იბლოკება, თუკი განმკარგავი პირები არ არ წაშლიან "არალეგალურ კონტენტს." კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას, რაც ფიზიკური პირებისთვის 400 ათას რუბლამდე მერყეობს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 5 მილიონამდე.