რუსეთმა პეტრო პოროშენკო "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსთმა შვილთან ერთად "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.

Росфинмониторинг-მა პეტრო პოროშენკო და მისი შვილი ოლექსი შესაბამის რეესტრში დაამატა და ისინი "ასოციაციად" მოიხსენია. რა ასოციაციაზეა საუბარი, არ არის დაზუსტებული.

სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი კონსტანტინ ეფიმენკო და მისი მეუღლე ელიზავეტა ანდრეევა.

მანამდე ლიპეცკის სასამართლომ აკრძალა პეტრო პოროშენკოს საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და პოროშენკოს კომპანია "როშენის" საკონდიტრო ქარხნის ნაციონალიზაცია მოახდინა, რომელიც ამ ქალაქში მდებარეობდა.

რუსეთის პროკურატურამ ლიპეცკის "როშენის" ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი ოლეგ კაზაკოვი, რომელიც კომპანიის აქციების 5%-ს ფლობდა, პოროშენკოს "ექსტრემისტულ ასოციაციაში" შეიყვანა. მათ ასევე ჩამოართვეს რუსეთში მიღებული შემოსავალი.

მსგავსი სიახლეები