რუსეთს ავსტრალიაში საელჩოს აშენება აუკრძალეს

ავსტრალიამ მიიღო კანონი, რომელიც უსაფრთხოების მიზეზების გამო, კანბერაში, ქვეყნის პარლამენტთან, რუსეთის მეორე საელჩოს აშენებას კრძალავს.

"მთავრობამ მიიღო ძალიან მკაფიო რჩევა, რომ პარლამენტთან ასე ახლოს რუსეთის ახალი საელჩოს არსებობა, უსაფრთხოების რისკებს შეიცავს." - თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.

მან დააზუსტა, რომ რეკომენდაციები უსაფრთხოების სამსახურებიდან მოვიდა.

ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა ისაუბრა რუსეთის საფრთხეზე და თქვა, რომ ახალი საელჩო შექმნის "აგენტურული საქმიანობისა და საგარეო ჩარევის შესაძლებლობებს" და ეს "მნიშვნელოვან რისკს შეუქმნის ერს."

ახალი კანონი აუქმებს ავსტრალიის პარლამენტის გვერდით, მეორე საელჩოს ასაშენებლად, რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2008 წელს მიცემული მიწის იჯარის უფლებას.

ალბანესმა აღნიშნა, რომ ავსტრალიის მთავრობა გმობს "უკრაინაში რუსეთის უკანონო და ამორალურ შეჭრას."

მსგავსი სიახლეები