რუსეთში, 1 ოქტომბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, ჯარში 133 ათას კაცს გაიწვევენ
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შემოდგომობით გაწვევის განკარგულებას, რის მიხედვითაც, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯარში 133 ათას კაცს გაიწვევენ.
საუბარია 18-30 წლამდე ასაკის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.
ასევე, დოკუმენტის მიხევდით, აუცილებელია სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება ჯარისკაცების, მეზღვაურების, სერჟანტებისა და მეთაურების, რომლებსაც გაწვევის ვადა გაუვიდა.
“სამხედრო სამსახურის ვადაში ცვლილებები არ შესულა და ის შეადგენს 12 თვეს, ხოლო წვევამდელების გაწვევა დაიწყება 2025 წლის 15 ოქტომბრიდან” - განაცხადა რუსეთის გენშტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვლადიმირ ციმლიანსკიმ.
ბოლო გაწვევა 2024 წლის გაზაფხულზე იყო. მაშინ სამხედრო სავალდებულო სამსახურში 150 ათასამდე ადამიანი გაიწვიეს.