რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძრის მიზეზი ჩაიდნის აალება იყო - ТАСС
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვის ცენტრში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი ჩაიდნის აალების გამო გაჩნდა. ამის შესახებ ТАСС წერს.
5 აპრილის, საღამოს, ზნამენკას ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში, მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
ხანძრის სირთულე მაქსიმალური ხუთი ქულიდან ორით შეფასდა.
თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა კვამლის წყარო მალე იპოვეს და ცეცხლი ჩააქრეს.
თავდაპირველად, თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზად "ელექტრო ქსელის ავარიული რეჟიმი" დასახელდა.