რუსეთში მოსკოვის საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი გენერალი დააპატიმრეს

რუსეთში დააკავეს გენერალ-მაიორი, კონსტანტინ ოგიენკო - რუსეთის საჰაერო თავდაცვის პირველ არმიას ხელძღმვანელობდა, რომელიც მოსკოვის ოლქზეა პასუხისმგებელი. 

ოგიენკო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ოგიენკო გაურიგდა საჰაერო თავდაცვის ძალების მეოთხე დივიზიის მეთაურს, გენერალ მაიორს დმიტრი ბელიაცკის, რომლისგანაც თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების სანაცვლოდ 30 მილიონი რუბლი მიიღო. 

TACC-ის ინფორმაციით, გამოძიება თავდაპირველად გენერალ ბელიაცკიზე გავიდა, რომელმაც აღიარა ბრალი, დათანხმდა თანამშრომლობას და ოგიენკოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა. 

თავად კონსტანტინ ოგიენკო ბრალს არ აღირებს და ჩვენებაზეც უარი თქვა. ოგიენკო თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივლისში გადააყენეს, მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გენერალ-მაიორს 15-წლიანიპატიმრობა ემუქრება. 

 

მსგავსი სიახლეები