რუსეთში სანქციების გამო ავტონაწილების დეფიციტია
უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ქვეყანაში ავტომწარმოებლების ოფიციალური დილერებისგან სათადარიგო ნაწილების დეფიციტი გამოიწვია. ინფორმაცია 28 მარტს Motor Media Review-მ (MMR) გაავრცელა.
"რუს ოფიციალურ დილერებს ამოეწურათ მანქანების ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, ამიტომ დილერებმა მეორადი და არაორიგინალი კომპონენტების გამოყენება დაიწყეს", - ნათქვამია განცხადებაში.
MMR-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი დეფიციტი Volkswagen-ის, Skoda-ს, Porsche-ს, BMW-ს, Mercedes-Benz-ის, Jeep-ისა და Mazda-ს სათადარიგო ნაწილებზეა.
გამოცემის ცნობით, რუსი მომხმარებლებისთვის ნაწილების მიწოდება ევროპული ავტონაწილების მომწოდებლების დაახლოებით 90%-მა გაყინა.