რუსეთში ტანკების მწარმოებელი ქარხნები კომპონენტების დეფიციტის გამო გაჩერდა
"უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯარს შეკეთებული სამხედრო ტექნიკა არ აქვს," - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 21 მარტს განაცხადა.
"უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედ საოკუპაციო ჯარებს უკიდურესად ესაჭიროებათ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შეკეთება და აღდგენა. არსებული ინფორმაციით, უცხოური წარმოების კომპონენტების არარსებობის გამო, Уралзавод-ის და ჩელიაბინსკის ტრაქტორების ქარხანის მუშაობა შეჩერებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ "ეს საწარმოები სპეციალიზირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკების და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაზე".