რუსი მილიარდერები - ფრიდმანი და დერიპასკა ომის დასრულებას მოითხოვენ
ორი რუსი მილიარდერი - მიხაილ ფრიდმანი და ოლეგ დერიპასკა კონფლიქტის დასრულებას მოითხოვენ, ამ ცნობას France 24 ავრცელებს.
მიხაილ ფრიდმანმა საკუთარ თანამშრომლებს წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტი არღვევს საუკუნოვან ძმობას ორ სლავურ ხალხს შორის. აღსანიშნავია, რომ თავად ფრიდმანიც უკრაინაშია დაბადებული.
ოლეგ დერიპასკამ საკუთარი მოსაზრება Telegram-ში დააფიქსირა და მოლაპარაკებების დაწყება "სასწრაფოდ მოითხოვა."