რუსი პოლიტიკოსი: რუსული წყაროები სურკოვის დაკავების შესახებ იტყობინებიან
ვლადიმირ პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. ინფორმაცია 11 აპრილს ფეისბუქზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონამარიოვმა გაავრცელა.
"გაგეცინებათ, მაგრამ ვლადისლავ სურკოვის დაკავების შესახებ რუსული Z-წყაროები გვაცნობებენ: "ვლადისლავ სურკოვი შინაპატიმრობაშია. დონბასში თანხების გაფლანგვის საქმეზე საგამოძიებო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს", - წერს ის.
"თავდაცვის სამინისტროს არასდროს არ მოსწონდა სურკოვი და ოცნება რეალობად აქცია. მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა 2020 წლის თებერვალში ოფიციალური ბრძანებით გაათავისუფლა ის თანაშემწის თანამდებობიდან, სურკოვმა მაინც უკეთესად იცის რეალური სიტუაცია სეპარატისტულ ფსევდორესპუბლიკაში და აქვს ფართო კავშირები. და ის დაახლოებულია რუს "დონბასის ვეტერანებთან", - განმარტა პონამარიოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სურკოვი "ყოველთვის საკმაოდ ახლოს იყო" ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვთან.
"ველოდებით სურკოვის დაკავების შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ან უარყოფას", - აღნიშნა პონამარიოვმა.