რუსეთში უკრაინასთან ომის საწინააღმდეგო აქციებზე 4 ათასი ადამიანი დააკავეს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართა. რუსეთის 53 ქალაქში 18:15 საათის მონაცემებით, სამართალდამცავებმა 3918 მომიტინგე დააკავეს.
Москва 24-ის ცნობით, მოსკოვში აქციაზე 2500 მომიტინგე გამოვიდა და სკანდირებდნენ "არა ომს!". მხოლოდ დედაქალაქში 1700 დემონსტრანტია დაკავებული.
აქცია გაიმართა პეტერბურგშიც, სადაც 1500 ადამიანი გამოვიდა, მათგან 750 დააკავეს, იუწყება TASS.
ნაკლებად მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა რუსეთის სხვა რეგიონებშიც.