რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი $40-ზე დაეცა - Bloomberg
6 იანვარს რუსეთის ფედერაციის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მთავარი ბრენდის, Urals-ის ფასი ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტში ბარელზე 37.8 დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-მა ორშაბათს, Argus Media-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა.
ამავდროულად, იმავე დღეს ჩრდილოეთ ზღაში Brent-ის ღირებულებამ 78.57 დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია Urals-ის ფასზე.
პარასკევს რუსული ნავთობის ფასი ასევე G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ "ფასის ზღვარზე", ბარელზე 60 დოლარზე საკმაოდ დაბალი იყო.
Bloomberg წერს, რომ 5 იანვარს ევროკავშირმა თითქმის მთლიანად შეაჩერა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტი, "განადგურდა რუსეთის ისტორიულად მთავარი საექსპორტო ბაზარი". გარდა ამისა, ევროკავშირი შეუერთდა რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვას.
როგორც Bloomberg-ის ანალიტიკოსები ამბობენ, ევროპული ბაზრის დაკარგვა, სავარაუდოდ, Urals-ის ფასის დაცემის მთავარი ფაქტორია - რუსეთი გახდა დამოკიდებული მყიდველების მცირე ჯგუფზე, პირველ რიგში ჩინეთსა და ინდოეთში.
Argus Media-ს ცნობით, რუსული ESPO ნავთობი, რომელიც "აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის" მილსადენში მიედინება, "ფასის ზღვარზე" ოდნავ ძვირად იყიდება.