რუსული ნავთობისა და გაზის ემბარგო გერმანიაში 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს

რუსულ ენერგორესურსებზე სრული ემბარგო გერმანიაში რეცესიას და 400 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს. ამის შესახებ ერთ-ერთი ეკონომიკური ინსტიტუტი პროგნოზირებს.

წინა კვირაში ევროკავშირი დაეთანხმა რუსული ქვანახშირის იმპორტის სრულად აკრძალვას. 

ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სხვა სახელმწიფოებს მოუწოდებს სრულად შეწყვიტონ რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი, რასაც ბერლინი ეწინააღმდეგება.

გერმანიის ხუთი წამყვანი ეკონომიკის კვლევითი ცენტრი პრონოზირებს, რომ თუ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა შეწყდება, გერმანიის ეკონომიკური ზრდა წელს 2.9%-დან 1.9%-მდე შემცირდება, 2023 წელს კი მხოლოდ 2.2% იქნება.

ინსტიტუტების პროგნოზით, რუსული ენერგორესურსების იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უმშევრების რაოდენობას გერმანიაში წელს 2.37 მილიონამდე გაზრდის, 2023 წელს კი - 2.79-მდე.

ამასთანავე, ეს გამოიწვევს ინფლაციის რეკორდულ, 7.3%-მდე ზრდას.

 

 

მსგავსი სიახლეები