სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კარა-მურზასთვის 25-წლიანი პატიმრობა

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვლადიმირ კარა-მურზას სარჩელი და ძალაში დატოვა წინა ინსტაციის გადაწყვეტილება, რომლითაც ოპოზიციონერს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

კარა-მურზას ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის არმიის დისკრედიტაციისა და სახელმწიფო ღალატის. ოპოზიციონერი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყბიდან მალევე, გასული წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს. 

პირველი განაჩენი სასამართლომ კარა-მურზას წინააღმდეგ 17 აპრილს გამოიტანა - 25-წლიანი პატიმრობის გარდა ოპოზიციონერს ჯარიმის სახით 400 ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა. ამასთანავე კარა-მურზას სასამართლოს გადაწყვეტილებით 7 წლით აეკრძალა ჟურნალისტური საქმიანობა. 

სხდომაზე კარა-მურზამ განაცხადა, რომ არ აღიარებს წაყენებულ ბრალდებას და მას პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნიან - "ამჟამად რუსეთში არგაჩუმების ფასი ასეთია."

საყურადღებოა, ოპოზიციონერის საქმეს განიხილავდა მოსამართლე, სერგეი პოდოპრიგოვი, რომელსაც 2017 წელს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა მაგნიტსკის საქმის გამო. აღნიშნული სასანქციო სიები კი სწორებ ვლადიმირ კარა-მურზამ შეადგინა. 

აღნიშნული გარემოების გამო დაცვამ რამდენიჯერ დააყენა მოსამართლის აცილების შუამავლობა, თუმცა ყოველ ჯერზე წარუმატებლად. '

კარა-მურზას სხდომას ესწრებოდა 40-მდე დიპლომატი 24 სხვადასხვა ქვეყნიდან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კარა-მურზას საქმის განხილვაში მონაწილე კიდევ 7 მოსამართლეს. 

კონტექსტი 

ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი რუსი ოპოზიციონერი და კრემლის კრიტიკოსია - ბორის ნემცოვის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელია, 2015-2016 წლებში იყო სახალხო თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე, 2019-2022 წლებში მიჰყავდა კრიტიკული გადაცემა Эхо Москвы-ს რადიო სადგურზე. 

მსგავსი სიახლეები