საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების წარმოებაზე შეთანხმდნენ
საფრანგეთმა და ავსტრალიამ გამოაცხადეს, რომ 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ეს ჭურვები რუსული აგრესიისგან თავდაცვის მიზნით უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ 30 იანვარს ტელეკომპანია France 24 წერს.
"ვგეგმავთ რამდენიმე ათასი 155-მმ-იანი ჭურვის ერთობლივ წარმოებას", - თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ავსტრალიელ კოლეგასთან, რიჩარდ მარლსთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ლეკორნუს თქმით, შეთანხმების ნაწილია, რომ საბრძოლო მასალის მიწოდების ხარჯებს ორი ქვეყანა გაიზიარებს, ხოლო დენთის მიწოდებას ავსტრალია უზრუნველყოფს.
"ავსტრალიას აქვს უნიკალური შესაძლებლობები და გარკვეული სინერგია, რომელიც შეიძლება მივაღწიოთ ავსტრალიისა და საფრანგეთის მეშვეობით, რომლებიც ერთად მუშაობენ ამ საბრძოლო მასალის მიწოდებაზე", - თქვა მარლსმა.
საარტილერიო შეთანხმება არის პატარა, მაგრამ სიმბოლური ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ორი წლის წინ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ავსტრალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა საფრანგეთთან წყალქვეშა ნავების შესაძენად გაფორემბული კონტრაქტი გააუქმა. ავსტრალიამ ატომური წყალქვეშა ნავების შეძენა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან გადაწყვიტა.