საფრანგეთი: ირანმა ბირთვული შეთანხმების პირობები უნდა მიიღოს

ირანს დღეები აქვს დარჩენილი, რომ დაეთანხმოს ბირთვული შეთანხმების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა.

"ეს რამდენიმე კვირის საკითხი არ არის, დღეების ამბავია. მათ მკაფიო არჩევანი აქვთ - ან სერიოზული კრიზისის დაწყება მომდევნო დღეებში, ან შეთანხმების პირობების მიღება და ყველა მხარის ინტერესების პატივისცემა." - აღნიშნა მინისტრმა საფრანგეთის სენატში საუბრისას.

2015 წლის შეთანხმებით თეირანს ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ სანქციების შეუმსუბუქდა. 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს მძიმე სანქციები აღუდგინა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰაინმა განაცხადა, რომ ირანს ბირთვული შეთანხმების აღდგენისთვის გარანტიები სჭირდება. მისი თქმით, მსგავსი განცხადება შეიძლება იყოს ამერიკის კონგრესის განცხადება.

სამშაბათს, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელელი დიპლომატები ვენაში ჩავიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან სასაუბროდ.

ისრაელი შეთანხმების აღდგენის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

 

მსგავსი სიახლეები