საფრანგეთის ელჩი მალიდან გააძევეს

 

მალის სამხედრო ლიდერებმა ქვეყნიდან საფრანგეთის ელჩი გააძევეს. ამის მიზეზად მათ გარდამავალი მთავრობის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები დაასახელეს.

საფრანგეთის ელჩმა ჟოელ მეიერმა თქვა, რომ მას ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა წინა კვირაში განმარტა, რომ მალის მმართველი სამხედრო ხუნტა "არალეგიტიმური და უკონტროლოა".

გარდა ამისა, დასავლეთი მალიში რუსეთის გავლენის ზრდით არის შეშფოთებული.

მოსკოვმა აფრიკულ ქვეყანაში სამხედრო ინსტრუქტორები გაგზავნა, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს წვრთვნიან ჯიჰადისტებთან ბრძოლისთვის. გარდა ამისა, მალიში დაქირავებული რუსი მებრძოლებიც მოქმედებენ.

საფრანგეთის სამხედრო მისია მალიში 2013 წელს, ჯიჰადისტებთან ბრძოლის მოტივით დაიწყო.

 

 

მსგავსი სიახლეები