სალივანი: რუსეთი უკრაინაში შეიძლება ნებისმიერ დღეს შეჭრას

 

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაზე შეტევა შეიძლება ნებისმიერ დღეს დაიწყოს. ამის შესახებ მან Fox News Sunday--თან ისაუბრა.

თუმცა, სალივანმა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა დიპლომატიური გზა აირჩიოს.

"რუსეთმა ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს ინტერვენცია უკრაინაში - ეს შეიძლება რამდენიმე კვირაში მოხდეს, ან რუსეთი აირჩევს დიპლომატიურ გზას. მთავარი ის არის, რომ ამერიკა უნდა იყოს და არის მზად ნებისმიერი განვითარების სცენარისთვის." - თქვა სალივანმა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის განცხადებით, ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი სტრატეგიულ ფასს გადაიხდის. 

  

მსგავსი სიახლეები