სამთვიანი ზავის სანაცვლოდ თალიბანი დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებას ითხოვს
თალიბანმა ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას სამი თვით საბრძოლო მოქმედებების შეჩერება შესთავაზა, ხოლო ამის სანაცვლოდ მთავრობის მიერ დაპატიმრებული ორგანიზაციის 7 000 წევრის გათავისუფლება მოითხოვა.
ინფორმაცია ამის შესახებ თალიბანთან მოლაპარაკებების დელეგაციის წევრმა, ნადერ ნადერიმ გაავრცელა. ნადერის თქმით, თალიბანის მოთხოვნა ძალიან სერიოზულია, თუმცა გასულ წლების გამოცდილებით თალიბანის დაკავებული წევრების გათავისუფლებას დადებითი შედეგი არ ჰქონია და პირიქით, ვითარების ესკალაციას შეუწყო ხელი.
________________________________
თალიბანსა და ავღანეთის ცენტრალურ მთავრობას შორის სამხედრო დაპირისპირებამ ახალი ძალით მას შემდეგ იფეთქა, რაც აშშ-სა და კოალიციური ჯარების უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გავიდა.
ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული შეტევების შედეგად ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით 85% თალიბანის კონტროლქვეშ მოექცა. მათი მტკიცებით, მებრძოლებმა პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქი აიღეს.
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ავღანეთში მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.