სასამართლომ ალექსეი ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა ნავალნისთვის კოლონიაში 13 წლიან პატიმრობას ითხოვდა.
45 წლის ნავალნი 2021 წლის იანვარში რუსეთში გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს.
ამჟამად ნავალნის 3.5 წლიან პატიმრობა აქვს მისჯილი. მას პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მიღებული 4 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობების მოპარვას ედავებიან, რასაც ოპოზიციონერი უარყოფს.
მისი უკანასკნელი სასამართლო სხდომის შემდეგ ნავალნიმ ინსტაგრამზე დაწერა: "თუ პატიმრობა ის საფასურია, რომელიც უნდა გადავიხადო იმის სათქმელად, რაც სათქმელია... მაშინ მათ შეუძლიათ 113 წლიანი პატიმრობაც მოითხოვონ."