საუდური ნავთობგიგანტის არამკოს მოგება 45%-ით შემცირდა

საუდურმა ნავთობგიგანტმა არამკომ განაცხადა, რომ შარშან კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ნავთობის მოხმარების შეამცირება გამოიწვია. 2019 წელთან შედარებით 2020 წელს შემოსავლები 45%-ით შემცირდა. არამკო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომლის მოგებაც 2020 წელს 49 მილიარდი დოლარი იყო. არამკოს აქციების ყველაზე დიდი მფლობელი საუდის არაბეთის მთავრობაა. კომპანიამ განაცხადა, რომ რომ ეს იყო “ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი ისტორიაში.”

წინა წლის განმავლობში ნავთობის ფასი 20%-ით შემცირდა გადაადგილების შეზღუდვის, ჩაკეტილი ეკონომიკის და სხვა რეგულაციების გამო, რამაც საწვავზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

გარდა ამისა, არამკოს სხვა სირთულეებიც აქვს. ცოტა ხნის წინ კომპანიის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა განხორციელდა საუდის არაბეთის იემენის ომში ჩართულობის ფონზე.

 

მსგავსი სიახლეები