СБУ: რუსეთი დასავლეთ უკრაინაში ‘სახალხო რესპუბლიკების’ შექმნას გეგმავდა
უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე ‘სახალხო რესპუბლიკების’ შექმნას გეგმავდა - ოკუპირებული დონბასის ტერიტორიების მსგავსად.
უწყების თანახმად, კრემლის მართული დივერსიული დაჯგუფების ერთ-ერთმა პირმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და СБУ-ს ერთ-ერთი სქემა გადასცა.
რუსული სცენარი დასავლეთ უკრაინაში 500-მდე „ბოევიკის“ გადაბირებას და შეიარაღებას ითვალისწინებდა.
„სახალხო რესპუბლიკების“ შექმნა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უნდა დამთხვეოდა.
მარტის დასაწყისში უკრაინის უშიშროების სამსახურმა ივანო-ფრანკოვსკის და ხმელნიცკის რეგიონებში დივერსიული დაჯგუფების წევრები დააკავა.