შუმერი: უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებაზე კონგრესში კონსენსუსი მიღწეულია

სენატის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, კონგრესში უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების შესახებ კონსენსუსი მიღწეულია. 

შუმერის თქმით, კონსენსუსის მხარეებმა 14 აპრილს ჯო ბაიდენისა და კონგრესის ლიდერების სატელეფონო საუბარის დროს მიაღწიეს. 

შუმერის თქმით, ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გასაგზავნად საუკეთესო გზა სენატის მიერ უკვე დამტკიცებული 95 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტის დამტკიცებაა. 

კონტექსტი 

თავის მხრივ 14 აპრილს კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას კონგრესი კიდევ ერთხელ შეეცდება ისრაელის სამხედრო დახმარების პაკეტის კენჭისყრას. საყურადღებოა, რომ ჯონსონს ამ კონტექსტში არ უხსენებია უკრაინის დახმარების პაკეტი. 

კონგრესის დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენლის, მაიკ ტერნერის თქმით, იმედი აქვს, რომ უკრაინის დახმარების პაკეტზე კენჭისყრა მიმდინარე კვირას შედგება და იმედი აქვს, რომ ინიციატივა მიღებული იქნება. 

რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტი წევრები უკრაინის დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში მაიკ ჯონსონს იმპიჩმენტით ემუქრებიან. 

მსგავსი სიახლეები