შვეიცარიამ $6.2 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
შვეიცარიამ დაახლოებით 5.75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (6.17 მილიარდი დოლარი) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ 24 მარტს ეკონომიკური საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს (SECO) წარმომადგენელმა ერვინ ბოლინგერმა განაცხადა.
ბოლინგერი ასევე ვარაუდობს, რომ თანხის რაოდენობა ახალი სანქციების შემოღებასთან ერთად გაიზრდება.
სააგენტო აღნიშნავს, რომ შვეიცარიის საბანკო საზოგადოების მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 213 მილიარდი დოლარის რუსული კაპიტალია. ბოლინგერმა ამავდროულად დააკონკრეტა, რომ ეს თანხა სრულად არ გაიყინება.
"ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ აქვს სანქციების ქვეშ მყოფი აქტივები შვეიცარიაში. მეორეს მხრივ, ყველა რუსი, რომელიც ფლობს აქტივებს შვეიცარიაში, არ არის სანქციების სიაში", - თქვა მან.